aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მაია ცქიტიშვილი – აუცილებელია, შეწყალების პროცესი გახდეს ბევრად უფრო გამჭვირვალე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ “რაც უფრო ვუღრმავდებით შეწყალების საკითხს, კიდევ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, როგორც შეწყალებულთა ვინაობასთან, ასევე მათი შეწყალების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით”.

„ბუნებრივია, როგორც ადამიანს, მიჩნდება კითხვა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები – დედები, ახალგაზრდები, რამდენად დაიმსახურა იმ 35-მა ადამიანმა შეწყალება რამდენიმე ათას ადამიანს შორის, რომელმაც მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. ყველანი ველოდებით ამ კითხვებზე პასუხებს“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გამოძების დაწყებას მიესალმება.

„მივესალმები, რომ გამოძიებაც არის დაწყებული უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ვფიქრობ, გამოძიების ფარგლებში სიღრმისეული შესწავლა მოხდება და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი…

ზოგადად, აუცილებელია, რომ შეწყალების პროცესი გახდეს ბევრად უფრო გამჭვირვალე და მკაფიო კრიტერიუმებზე დაფუძნებული, საერთო კონსენსუსიც უნდა შედგეს, რა სახის დანაშაულებზე არ უნდა გავრცელდეს შეწყალება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ასეთი კითხვებისგან თავი რომ დავიცვათ, საჭიროა, შევთანხმდეთ როგორც პროცედურებზე, ასევე კრიტერიუმებზე. ამ ეტაპზე, ვერანაირად გავაკეთებ შეფასებას ვერც შესაძლო კორუფციაზე, ვერც იმაზე, ვინ უნდა გამოიკითხოს და ვინ არა. ეს გამოძიების ფარგლებში უნდა გადაწყდეს და, რა თქმა უნდა, გამოძიების ამოცანაც არის ის, დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული, მათ შორის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.

იტვირთბა....