aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელისაშვილი – ზურაბიშვილს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს თანამდებობის დატოვება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“იმედზე” რომ რეპორტაჟი გავიდა კიდევ ახალი ფაქტის შესახებ თქვეს, რომ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გასამართლებული პირი შეიწყალა პრეზიდენტმა და ეს ყველაზე მძიმე მუხლია. ეს ახალი ფაქტი “იმედმა” გააჟღერა ანუ ეს რაღაც ტენდენციაზე მეტყველებს. უნდა გაწირონ თუ არა არ ვიცი, მაგრამ აქ გაწირვა-არგაწირვაზე არაა. ადამიანმა, იმ დაწესებულებამ, სტრუქტურამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩაიდინა დანაშაული. ეს არის დანაშაული, მეტი კი არაფერი, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “სამოქალაქო მოძროაბის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის თემის კომენტირებისას განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილს აუცილებლად მოუწევს გადადგომა.

“მთელი თაიგული გვაქვს – ძებნილი, მკვლელობისთვის მსჯავრდებული, აგერ ნარკორეალიზატორი და რაღა დარჩა? პედოფილის შეწყალებას ველოდები იმ 24 შეწყალებიდან და ეგ არის. გამოძიება თუ ეცდება, რომ საქმე წლები გაჭიმოს და ვითომც არაფერი, ძალიან ცდებიან. ამ 24 კაციდან კიდევ ახლები გახდება ცნობილი და ზურაბიშვილს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს თანამდებობის დატოვება. სირცხვილია, რომ ამ ხნის განმავლობაში რჩება თანამდებობაზე. ან ენით აუწერელ გულგრილობასთან გვაქვს საქმე ან კორუფციასთან. ნებისმიერ შემთხვევაში თანამდებობა უნდა დატოვოს. მე მაქვს განცდა, რომ წყალი შეუდგა ზურაბიშვილის და გაიხლართა თავის მავნებლობებში”, – აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.

“იმედის კვირის” ინფორმაციით კი, სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

ოპოზიციის ნაწილი დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ამავე თემაზე: კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” საუბრისას განმარტავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენება.

იტვირთბა....