aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ნაცვლიშვილს და ცქიტიშვილს უნდათ, მოახერხონ მეტი მარქსიზმის დანერგვა, რათა მათი აზრით, კომუნიზმში შევიდეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი “შრომის კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებს. როგორც ჭიაბერაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა ,,ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას შეუწყობს ხელს.

“ნაცვლიშვილი და ცქიტიშვილი ფიქრობენ, რომ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, რაც “ოცნებას” დარჩა, უნდა მოახერხონ მეტი მარქსიზმის დანერგვა, რომ მათი აზრით, კომუნიზმში შევიდეთ. იქნება კიდევ უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა, კიდევ უფრო მეტი ჩრდილოვანი ეკონომიკა,  ჩვენი ხალხის კიდევ უფრო გაღარიბება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა.

“შრომის კოდექსში” შესატან ცვლილებათა ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი კი, საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა და განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. დეპუტატის განმარტებით, ცვლილება უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.

იტვირთბა....