fbpx
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბერძენიშვილი – არ მგონია, ხელისუფლებამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გაბედოს

ზოგადად, ძნელია ზურაბიშვილის ქმედებების პროგნოზირება, რადგან ის როგორც აზროვნებს, ამას აზროვნებას არ ვეძახით-ხოლმე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილმა გაბედოს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, თეთრი ძაფით არის ნაკერი ხელისუფლების წარმომადგენლების ფსევდოაღშფოთებები.

“სალომეზე უკეთესს კანდიდატს კი იპოვის, ეგ რთული არაა, მაგრამ კანდიდატს გაამარჯვებინოს, ძალიან რთულია. აქედაან გამომდინარე, მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვვარაუდობ, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, დააფიქსიროს მკვეთრად ნეგატიური განწყობა სალომე ზურაბიშვილის ამ უწესო და დამაზარალებელი საქციელის მიმართ, რადგან ორთქლი გამოუშვას და თქვას, რომ აი, ხელისუფლება ხომ ემიჯნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 28 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ გაუღო ამ პატიმრებს კარი. სანამ მედიამ ხმაური არ ატეხა, იქამდე ხმა არავის ამოუღია. ამიტომ, ძალიან თეთრი ძაფითაა ნაკერი მათი ეს ფსევდოაღშფოთებები. ამიტომ არ ვვარაუდობ, რომ ხელისუფლებამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გაბედოს. თუმცა, ეს ტესტირებაა თუ საკმარისი იქნება ასეთი გამიჯვნა, ხელისუფლება ამით შემოიფარგლება”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.

სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

ოპოზიციის ნაწილი დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ამავე თემაზე: კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” საუბრისას განმარტავს თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენება.

სხვა ამბები

ინგა გრიგოლია “ტვ პირველის” გენერალური დირექტორი გახდა

newsadmin

პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

newsadmin

ლარის ხვალინდელი კურსი ცნობილია

newsadmin

“ყოფილი ფეხბურთელი საუბრობს მამუკა ხაზარაძის გონებრივ შესაძლებლობებზე – არ ვურჩევ კალაძეს ამ მოედანზე შესვლას”

newsadmin

“შეუძლებელია, თავი მოეკლა – ისიც გაუგებარია, ვის უნდა მოეკლა” – რას ყვება ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე

newsadmin

“სამწუხაროდ ისევ უმრავლესობაში მოვალთ” – რომან კაკულია

newsadmin
იტვირთბა....