aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე იყო გავრცელებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა.

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფეიქრების ქუჩაზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იტვირთბა....