aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი – სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი შეიზღუდება პარლამენტში შემოსვლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ რუსთაველზე დაგეგმილი აქციის გამო პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვის დაწესება სწორი გადაწყვეტილებაა.

„შემოვარდნები, განხილვების დროს, სასტვენების შეძახილები. პარლამენტს რაც არ უხდება და არ ახასიათებს, რასაკვირველია, არ უნდა იყოს დაშვებული. აქვს ამის დისკრეცია და უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი შეიზღუდება პარლამენტში შემოსვლა“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილია” გაიმართება. აქციის გამო პარლამენტის შენობაში საშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. მათი თქმით, ამ ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა.

იტვირთბა....