aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახლი მზად არის და შეგვიძლია, ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე – ხაზარაძე გუგუტიანთკარის დაზარალებულზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის გუგუტიანთკარის მცხოვრებს სახლს დაპირდა და ახლა საცხოვრებელი უკვე მზადაა.

“საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს.

მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.

რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე”, – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს მიღმა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. მატ სახლებიდან ნივთების გასატანად რუსმა ჯარისკაცებმა რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გივი რაზმაძის ოჯახს ახალ სახლს დაჰპირდება.

იტვირთბა....