aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წულუკიანი – 37 000 ათასზე მეტი ადამიანი ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ჩვენს აღმასრულებლებს იმ ადამიანების შეწუხება უწევთ, რომელთაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ. ყოველდღიურ რეჟიმში ახსენებენ, გადაიხადე ესა თუ ის თანხა. ამ კანონით, ეს წნეხი მოხსნილია. 37 000-ზე მეტი ადამიანია და მთლიანი ფინანსური ტვირთი, რომელიც მოიხსნება, არის 23 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ დავიწყებთ ამ საქმეების დახურვას და თითოეულ მათგანს ამის შესახებ უკვე აღსრულების ბიურო უმოკლეს დროში აცნობებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადდა.

წულუკიანის თქმით, მოცემული ინიციატივა პოლიტიკურ მიზნებს არ ისახავს.

„მოცემული მოწყვლადი ჯგუფების გათავისუფლება იმ შემთხვევაშია ძალაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე. შესაბამისად, როდესაც ეს პროექტი წარვადგინეთ ჯერ მთავრობაში და შემდგომ პარლამენტის წინაშე, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვერავითარ პოლიტიკურ მიზანს ვერ დავისახავდით და არ დავისახავდით. ჩვენ ვისახავდით იმას, რაც არის სოციალური პრობლემები, რასაც ჩვენი აღმასრულებლები ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.

იტვირთბა....