aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლაგაზიძე NDI-ის კვლევაზე – საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ საშინელი იმედგაცრუებაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოპოზიციისთვის NDI-ის კვლევა სავალალოა. ჯერ ერთი, ამ კვლევის თანახმად, 5%-იან ბარიერს მხოლოდ ერთი პარტია ლახავს – “ნაციონალური მოძრაობა”. ნურავინ დაიმედდება, რომ 0%-იანი ბუნებრივი ბარიერია. როდესაც არჩევნებამდე 1 წლით ადრე 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და როდესაც 2020 წელს დღემდე არნახული კონკურენცია იქნება, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ხმები ისე გადანაწილდეს, რომ 2-3%-იან პარტიებს,  შანსიც არ ქონდეთ. საბოლოო ჯამში, დღევანდელი შედეგები ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ “მეტრონომთან” საუბრისას NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების კომენტირებისას განაცხადა.

ლაგაზიძის თქმით, შესაძლოა, მივიღოთ მოცემულობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს.

“უპირველ ყოვლისა, რაც იკითხება არის ის, რომ ოპოზიციის მიმართ საშინელი იმედგაცრუებაა. თუ ასე გაგრძელდა და ოპოზიციამ არ შეცვალა სტრატეგია, პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური სპექტრი იმდენად ფრაგმენტირებული იქნება, რომ “ოცნებისთვის” მათი მოხვეტა ძალიან იოლი იქნება. 20%-იც არაა სახარბიელო, მაგრამ ხელისუფლების პროცენტს თუ შევადარებთ ცალკ-ცალკე აღებულ ოპოზიციური პარტიის პროცენტებს, კიდევ ერთხელ დავინახავთ თუ რამდენად სავალალო სიტუაციაშია ოპოზიცია. ეს არის რაც მოკლედ შეიძლება ითქვას.

გარდა ამისა, არის 70%, რომელსაც ფაქტობრივად, პასუხი არ აქვს. დაახლოებით 59%-60% ამბობს, რომ ხვალ რომ არჩევნები იყოს წავიდოდნენ. აქედან 50% ამბობს, რომ არ იცის ვის მისცეს ხმა. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ 70% არ ყავს ფავორიტი პარტია. მეორეს მხრივ, ეს 70% არის უზარმაზარი და არნახული რესურსი. უპირატესად ამ ხმების აკრეფა ახალ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს მათთვის ფიანდაზად გაგებული ხმებია. ოღონდ ეს ხმები არავისთვისაა საჩუქარი. თუ არსებული პოლიტიკური სპექტრის გზას გაყვნენ ახალი პოლიტიკური ძალები და თუ ეს იმედგაცრუება ვერ აღმოფხვრეს, თუ ვერ დაანახებს ხალხს, რომ საზოგადოების პრობლემების გადაჭრის გზები აქვთ, შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს. დღევანდელი მოცემულობა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

ლაგაზიძის განცხადებით, არსებული ვითარების შესაცვლელად, ოპოზიციას დიდი სამუშაოების ჩატარება მოუწევს.

“თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება გრანდიოზულ პროექტებს იწყებს და დარჩენილი ერთი წელი იქნება არა მარტო ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის შავი პიარის გაკეთების, არამედ დიდი პროექტების დაწყების თუ არა დაანონსების მაინც, უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი ხელისუფლების რეიტინგის ზრდისთვის უფრო ხელის შემწყობი იქნება, ვიდრე ოპოზიციის თუ ოპოზიციამ რაიმე სიახლე ვერ დადო. ასე, რომ არსებული ვითარების შესასცვლელად, ოპოზიციის დიდი სამუშაოები ელის”, – აცხადებს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე – “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არ მონაწილეობას”, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ არჩევნებზე მივიდოდა, ხოლო 41%-მა აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. 

ამავდროულად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პარტიები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

იტვირთბა....