aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI – გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 % კი თვლის, რომ მთავრობამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

პარალელურად, გამოკითხულთა 43 % 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობად ხელისუფლებას აკისრებს, 14 % კი ფიქრობს, რომ მომხდარზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი.

რაც შეეხება დანარჩენს, გამოკითხულთა 9 % გიორგი გახარიას მიიჩნევს პასუხისმგებლად, ხედავს 8 % კი “ნაციონალურ მოძრაობას”.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.

იტვირთბა....