aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი “მოსიარულე მკვდრების” პროდუსერს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის პრესამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ და უცხოელ ქალ კინომატოგრაფებს შეხვდა.

პროდიუსერები: გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი საქართველოში ორგანიზაციის “ქალები კინოსა და ტელევიზიაში” (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ.

,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეცრომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული.
მომავალ წელს იგეგმება საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება. უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

იტვირთბა....