aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – მახსოვს ზურაბიშვილის ტრანსგენდერი ბანერები, პასუხისმგებლობა მთელმა “ოცნებამ” უნდა გაიზიაროს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომტან სუაბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობა მთელმა მმართველმა გუნდმა უნდა გაიზიაროს.

მისი თქმით, “ოცნების” წევრები ცდილობენ, გამოძვრნენ სიტუაციიდან.

“პასუხისმგებლობა მთელმა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიზიაროს. თქვენი არ იყოს ტრანსგენდერი ბანერების ამბავი კარგად მახსოვს. მათი წარმომადგნელი იყო ზურაბიშვილი და პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ. თუმცა, არავინ ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობას არაფერს იღებს. მთავრობის წევრების განცხადებები არის ჩვეულებრივი კომენტარები და ცდილობენ, რომ სიტუაციიდან გაძვრნენ მინიმალური დანაკარგებით. ყველა მესიჯბოქსიდან ან თავისი გემოვნებით ასრულებს ამ ამოცანას”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის შეწყალებული 24 პირიდან, ერთი ვერ გათავისფულდა, რადგან ის დღესაც ძებნილია.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კი, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

იტვირთბა....