ოთარ კახიძე - შეწყალების საკითხზე, დანაშაულის ნიშნები თუ დაფიქსირდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ კახიძე – შეწყალების საკითხზე, დანაშაულის ნიშნები თუ დაფიქსირდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

“ევროპული საქართველოს წევრის, ოთახ კახიძის შეფასებით, შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება, პროცედურების დახვეწა და თვალის ახვევა, არ გამოვა და პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, რატომ შეიწყალა მკვლელობაში ბრალდებული პირები და მათი შეწყალება ვინ ურჩია.

მისივე თქმით, საქართველოს ციხეებში სასჯელს ათასობით პატიმარი იხდის, პრეზიდენტმა კი, მკვლელები გამოარჩია, რომლებსაც თავისუფლება აჩუქა.

„ეს რა ნიშნით გააკეთა, ვინ ურჩია, რა კომუნიკაცია არსებობდა? ვისთან არსებობდა, აღნიშნულ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებთან, მათ ადვოკატებთან? მათი გვარები ვინ მიაწოდა, რატომ ისინი და არა – სხვები? ამასთან დაკავშირებით პასუხები არ უნდა გასცეს?

საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სამარცხვინოდ, პასუხისმგებლობა არ აიღო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და არც საზოგადოებას უთხრა, რატომ გააკეთა ეს. ახლა ამ ყველაფერს პროცედურებს აბრალებს, თურმე, პროცედურები არ იყო დახვეწილი. ახლა მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს.
მორატორიუმი რა შუაშია, შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია, ოღონდ, საზოგადოების უფლებაა, გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებ.
უნდა დადგინდეს, ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, კორუფციული კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. დანაშაულის ნიშნები თუ დაფიქსირდა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. მორატორიუმი, პროცედურების დახვეწა და რაღაცებზე თვალის ახვევა, არ გამოვა. იმ შემთხვევაში, თუ კორუფციული ინტერესი და დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთება, ავტომატურად ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი და უნდა დასრულდეს ზურაბიშვილის პრეზიდენტობა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
იტვირთბა....