aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,
განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება მისთვის მიუღებელია.

როგორც დეპუტატი ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, რათა კოორდინაცია იყოს უკეთესი და არ მივიღოთ შედეგი, როდესაც განხრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეიწყალონ.

“ამ მიმართულებით არის სამუშაო. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. მათ აქვთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ძალიან მალე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა მსგავსი შედეგები არ დადგეს”.- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იტვირთბა....