aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში – ჭიჭინაძე ხაზარაძეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შეურაცხმყოფელია, რომ ხუთი კაცი და დაჯდა და სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა.

„ შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა.

თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ.
აბა რას ნიშნავს ვინმე დაიბარეს?!
ან რატომ მიდიან „დაბარებულები“?!

გამოდის, ამ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები და მითუმეტეს ის ღირებულებები, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ.
პრინციპში, არც ბიზნესშია ასეთების ადგილი, იმიტომ რომ, ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ.

რაც შეეხება პირადად მამუკა ხაზარაძეს, ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში.

ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე…
ზოგადად კი, ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს.
ხალხის გადაგდებაშიც, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ პრაქტიკულად ერთნაირი და თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში “რეაქცია” მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის წლების წინ სოლოლაკის რეზიდენციაში შეხვდა “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ბიზნესმენი ფიფია. ხაზარაძემ შეხვედრას “პატარა სასამართლო” უწოდა.

იტვირთბა....