aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 17 სექტემბრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასპინძაში, ყირიმ–კონგოს დაავადებით, 30 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ფერმერი იყო და სავარაუდოდ, დაავადებაც საქონლისგან გადაედო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ყირიმ–კონგოს სიმპტომების შემდეგ, კაცმა ჯერ ახალციხის „იმედის“ კლინიკას მიმართა, საიდანაც, სავარაუდო დიაგნოზით, თბლისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.

„სინჯები ლაბორატორიაში გასაგზავნად, ინფექციურ საავადმყოფოშივე აიღეს. ინფექცია სწრაფადპროგრესირებადი იყო და მალე გარდაიცვალა. ფერმა ჰქონდა, საქონელი ჰყავდა და, სავარაუდოდ, დაავადება მისგან ყირიმ–კონგოს ტკიპის მეშვეობით გადაედო, რადგან სწორედ საქონელია ამ დაავადების მატარებელი“, – გვითხრა ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მზია პაპაშვილმა.

არსებობს თუ არა საშიშროება, რომ დაავადება ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ, პაპაშვილის თქმით, შესაძლებელია. ამიტომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ნებირმიერ პირზე, მათ შორის ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე, დაკვირვებას აწარმოებენ.

„ჩვენ აღრიცხვაზე ავიყვანეთ ყველა ეს პიროვნება და ვაწარმოებთ ორკვირიან ზედამხედველობას. გაფრთხილებული გვყვავს, რომ თუკი ყირიმ–კონგოსთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი ექნებათ, დაუყოვნებლივ უნდა მოგვმართონ და დავიწყოთ დროული მკურნალობა“, – ამბობს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.

სამცხე-ჯავახეთი, ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი სახიფათო ზონაა. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მომხდარი, მიმდინარე წელს, დაავადების ადამიანებში გამოვლენის პირველი შემთხვევაა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. გასულ წელს კი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა მათგანზე დროული მკურნალობა ჩატარდა და ოთხივე შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.

იტვირთბა....