aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არალოგიკურია, რომ მძლავრი ინვესტორი ხელაღებით და ხელაქნევით მოიშორეს თავიდან” – ვოლსკი ხაზარაძეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არალოგიკური და არარეალისტურია, რომ მძლავრი ინვესტორი ასე ხელაღებით და ხელაქნევით არის მოშორებული თავიდან

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის ბრალდებას, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორი დაბლოკა, პასუხს ვერ გასცემს და კონკრეტულ ბრალდებას ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა უპასუხოს.

„პრინციპში არა მარტო მე, საზოგადოების დიდ ნაწილს ეჩვენება, რომ ანაკლიის პორტით სპეკულირება საზოგადოების, ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის მოზიდვაზეა გათვლილი, ვინაიდან ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გავაკეთებ ისეთ პროექტს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის ესოდენ მისაღები და კარგი. არაერთხელ იყო განცხადება სამინისტროების, მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და არალოგიკური და არარეალისტურია, რომ მძლავრი ინვესტორი ასე ხელაღებით და ხელაქნევით არის მოშორებული თავიდან. ეს ინვესტორი აუცილებლად გააკეთებდა თავის განცხადებას.

ის (მამუკა ხაზარაძე) ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის წინასაარჩევნო განცხადებები, რომლის უკან უნდა იყოს კონკრეტული ფაქტები,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის საქართველოს მთავრობის პროექტი და არა მამუკა ხაზარაძის.

„გადათვალეთ, საქართველოს ხელისუფლებას რამდენი აქვს დახარჯული ამ პორტისთვის. მიიღეთ მხედველობაში, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის და საქართველოს პროექტია და არა მამუკა ხაზარაძის პროექტი.

როგორ შეიძლება დაუშვათ, რომ იყოს სერიოზული ინვესტორი, დიდი, მნიშვნელოვანი და ამას უშლიდეს ვინმე ხელს. რა რესურსი გააჩნია, თუნდაც პოლიტიკური. თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, თუ ხაზარაძე მართალია, თუ 17 მილიონი არ წაუღიათ არსად, ასეთი ბევრი „თუ“-ებით, რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ თქვენი მედიაპროექტი განახორციელოთ, მაგრამ, მე ამ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გაგეცით,“- მიმართა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხარაძემ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. მისივე თქმით, ცქიტიშვილთან შეხვედრაზე ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. ხაზარაძის ინფორმაციით, შეხვედრა 12 სექტემბერს შედგა.

იტვირთბა....