aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში – მარია ზახაროვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებენ. მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე და ა.შ., – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზახაროვამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოც ომიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს „გარანტირებული“ შესვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო აღქმული, როგორც პირდაპირი სიგნალი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლელ პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩასვლას ურჩევს.

„თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურება, სურთ, გაიგონ რეალური სიტუაცია ამ სახელმწიფოებში, შესაძლებელია იქ უბრალოდ ჩასვლა. როგორც ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში – აქვს. ეს ფასი ექვივალენტურია ბილეთის ფასის, რომელიც შეიძლება შეიძინო, ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უბრალოდ გაესაუბრო ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს, პირდაპირ ჰკითხო მათ, რას ფიქრობენ ისინი რეგიონში და თავიანთ ქვეყნებში შექმნილ სიტუაციაზე, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ რეალიებს იმის მაგივრად, რომ მთელი ისტორია მათ ნაცვლად მოიგონო“, – განაცხადა ზახაროვამ.

წყარო: პირველი არხი

იტვირთბა....