aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

გოცირიძე – მგონია, რომ ხაზარაძის პარტია მალე იტყვის, რომ ივანიშვილთან არც ერთ შემთხვევაში დადგება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პარტიის დაფუძნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოუწევს ყველა პარტიას წინასწარ თქვას ნათლად და ხმამაღლა- წითელი ხაზი, რომლის მიღმა დგას ივანიშვილ-ინაშვილის ალიანსი, გადაიკვეთება თუ არა.

“კარგია თუ ცუდი მამუკა ხაზარაძის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების მიერ პარტიის შექმნა, უნდა შევაფასოთ შემდეგი კრიტერიუმით: ხაზარაძის პარტია წაიღებს იმ ხმებს, რომელიც დაკარგა ივანიშვილმა. თუ ამ ხმებს ხაზარაძე ჩააბრუნებს უკან, ივანიშვილის ყულაბაში, მაშინ ცუდია, თუ არა- კარგი.

როგორ მოიქცევა ეს პარტია, დღეს ვერავინ გაიგო. ამიტომ მოუწევს ყველა პარტიას წინასწარ თქვას ნათლად და ხმამაღლა- წითელი ხაზი, რომლის მიღმა დგას ივანიშვილ-ინაშვილის ალიანსი, გადაიკვეთება თუ არა. ვინც იტყვის არას, ქვეყნის მხარესაა, ვინც იტყვის კის-რუსეთის.

აი,ასე მარტივადაა საქმე.

მე მგონია, რომ ხაზარაძის პარტია მალე ( ალბათ დამფუძნებელ ყრილობაზე), იტყვის, რომ არ დადგება არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილთან”, – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....