fbpx
ახალი ამბები მთავარი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დავით სუჯაშვილი დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა.

ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო. დავით სუჯაშვილი 1999-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.

2014 – 2015 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო. დავით სუჯაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.

სხვა ამბები

ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში – ჭიჭინაძე ხაზარაძეზე

newsadmin

ტრაგედია ზესტაფონში: ფანჯრიდან შესულებს სახლში დედა და 2 შვილი გარდაცვლილი დახვდათ

newsadmin

ეროვნულმა ბანკმა 17 სექტემბრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

newsadmin

“თქვენს მიერ დაანონსებულ ფსევდოპატრიოტულ ცეკვებში ვერ აგყვებით” – მდინარაძე კახიძეს

newsadmin

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newsadmin

“ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია” – “რუსთავი 2″-დან ჟურნალისტების წასვლა მედიის შეზღუდვის გამაფრთხილებელი სიგნალია”

newsadmin
იტვირთბა....