“პატრიოტთა ალიანსის” ახალგაზრდულმა ფრთამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. მათი მოხოვნა ამერიკელი დიპლომატის დევიდ კრამერის პერსონა ნონ-გრანტად გამოცხადებაა.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.
ფოტო: 1ტვ