aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩემთვის რასმუსენი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო-ს უზარმაზარი სტრუქტურის ერთ-ერთ რეგიონში მისი წარმომადგენელი აპატურაი”

“რაც შეეხება აპატურაის, ის მოქმედი ჩინოვნიკია და აუტკივარ თავს არ აიტკივებს. ეს თემა ოფიციალურად არ დაასმულა ნატო-ს მმართველ წრეებში. ის ჩინოვნიკია და ჩინოვნიკური დამოკიდებულება აქვს. ჩემთვის რასმუსენი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო-ს უზარმაზარი სტრუქტურის ერთ-ერთ რეგიონში მისი წარმომადგენელი აპატურაი. კრამერი, რასმუსენი და ა.შ. მართლა პენსიონერები კი არ არიან. რასმუსენი ევროპის ძალიან წარმატებული ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსია მრავალი წელი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას;

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

დისკუსია ჯეიმს აპატურაიც გამოეხმაურა – მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს, – განაცხადა აპატურაიმ.

იტვირთბა....