aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვუთხრათ ამერიკელებს, რომ ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და არა დირექტორები – 15 სექტემბერს აშშ-ს საელჩოსთან “პატრიოტთა ალიანსი” აქციას გამართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოსთან ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ თქვენ არა ხართ ჩვენი დირექტორები. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება. ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენთან, თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არა ვართ თქვენი კოლონია და ჩვენ არ ვაპირებთ, გავხდეთ ან თქვენი კოლონია ან რუსეთის გუბერნია, საქართველო განვითარდება მომავალშიც, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ინაშვილის თქმით, 15 სექტემბერს “პატრიოტთა ალიანსი” ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გამართავს.

“15 სექტემბერს 16:00 საათზე ყველა ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერთ მწამებელ ბოკერიას, მწამებელ სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს და სწორედ ეს აძლიერებს ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობებს.

ჩვენ მივმართავთ ამერიკის საელჩოს, რომ აეკრძალოს ბატონ კრამერს საქართველოში ჩამოსვლა, საგანგებო ნოტით, წერილით მივმართავთ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ამერიკის საელჩოს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ისე სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს და ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა ინაშვილმა.

იტვირთბა....