aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კოჟორიძე – ხაზარაძესთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არ ვსაუბრობ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იურისტი კახა კოჟორიძე თი ბი სი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი იქნება.

“მეტრონომი” კოჟორიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხაზარაძესთან შეხვედრა დაადასტურა.

“მე ვადასტურებ იმას, რომ მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ ჩემი გადაწყეტილების შესახებ ჯერჯერობით არ ვსაუბრობ. საზოგადოება უახლოეს ხანებში შეიტყობს ამის შესახებ”, – აცხადებს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ თი ბი სი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლი მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის პრეზენტაციაც 12 სექტემბერს იქნება.

ხაზარაძის განცხადებით, მისი ახალი პოლიტიკური მოძრაობის სპიკერად იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა.

იტვირთბა....