aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ამაზე მყარი უსაფრთხოების გარანტია საქართველოს ჯერ არ ქონია – კახიშვილი რასმუსენის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამიდან ორი ქართველი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხანდახან 3/4-იც. შესაბამისად, საზოგადოება ამ მიზანზე შეჯერებულია. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევი გზა არის საპოვნელი. აქამდე, მსგავსი კონკრეტული სტრატეგიები საჯარო სივრცეში განხილული არ ყოფილა, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლევან კახიშვილმა ანდრეს ფოგ რასმუსენის ნათქვამის კომენტირებისას განაცხადა.

კახიშვილის თქმით, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებელი სტრატეგიის მოსაფიქრებლად საჭიროა განხილვების დაწყება.

“თემის განხილვა უნდა დაიწყოს საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებში, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩვენ არ ვიღებთ. ზოგადად, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებელი სტრატეგიის მოსაფიქრებლად საჭიროა განხილვების დაწყება. რასმუსენის გაჟღერებული იდეაც არის ერთ-ერთი სტრატეგია.მანამდე ეს იდეა ერთ-ერთ რეკომენდაციად ლუკ კოფის კვლევით ანგარიშში იყო წამოწეული და ეს არ არის ახალი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ერთი მხრივ, ამ საკითხზე შეჯერდეს პოლიტიკური ელიტა და მეორე მხრივ, საზოგადოებაში ჯანსაღი და კონსტრუქციული დისკუსია არსებობდეს. სამიდან ორი ქართველი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხანდახან 3/4-იც. შესაბამისად, საზოგადოება ამ მიზანზე შეჯერებულია. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევი გზა არის საპოვნელი. აქამდე, მსგავსი კონკრეტული სტრატეგიები საჯარო სივრცეში განხილული არ ყოფილა.

არსებობენ ადამიანები, ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ მიზანს ეწინააღმდეგება – ზოგი ემოციური თვალსაზრისით განიხილავს საკითხს ან არასწორი ინფორმაცია აქვთ და გონიათ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გულისხმობს, რაც მცდარი ფორმულირებაა. ეს მხოლოდ გულისხმობს, რომ მეხუთე მუხლი დროებით არ იმოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იქნება გარანტია თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაცულობისა და უსაფრთხოების.

თუ დავუშვებთ, რომ საქართველო ამ პირობით შევიდა ნატო-ში, ეს ნიშნავს, რომ კოლექტიური თავდაცვს პრინციპი ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რაიმე სახის აგრესია მოხდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე მყარი უსაფრთხოების გარანტია საქართველოს ჯერ არ ქონია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობებით და სამხედრო თვალსაზრისით ვერასდროს გავეჯიბრებით”, – აცხადებს კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

ფოტო: რადიო თავისუფლება

იტვირთბა....