aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს – დაწყებულია გამოძიება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც და მცირეწლოვან ძმას, სავარაუდოდ, მარიხუანას აწევინებს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

იტვირთბა....