aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თუ დანარჩენი საქართველოს დაცვის მექანიზმი გამოჩნდა, ამაზე უარის თქმის უფლება არ გვაქვს – არეშიძე რასმუსენის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბრისას ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ ამ საკითხზე ფიქრი უნდა დაიწყოს.

“საქართველომ ამ საკითხზე ფიქრი და საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა დაიწყოს. ამ საკითხში აჩქარება არ ივარგებს. სიფრთხილეცაა საჭირო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მტრებისთვის. ვიღაცამ შეიძლება გაიგოს, რომ უარი ვთქვთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე და მაშინ მიგვიღებენ ნატოში. უარის თქმას არ ვაპირებთ. თუმცა, თუ დანარჩენი საქართველოს დაცვის მექანიზმი გამოჩნდა, ამაზე უარის თქმის უფლება არ გვაქვს. ამას ჭირდება სიფრთხილეც და ჩვენი კონტრწინადადებებიც”, – განაცხადა არეშიძემ.

ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

იტვირთბა....