aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავთო წერეთელმა გირაო გადაიხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენმა ავთო წერეთელმა სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო, ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა.

“მისი გირაოს უზრუნველყოფა მოახდინა ოჯახის წევრმა უძრავი ქონებით”, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.

ავთანდილ წერეთელს გამოძიება 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. ამავე საქმეზე ბრალი აქვთ წაყენებული მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

იტვირთბა....