aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 40 000 ლარიანი გირაო გადაიხადა. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა.

გვარამიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდიდა.

თუმცა, 8 სექტემბერს გვარამიამ ფეისბუქში დაწერა, რომ აპირებს სასამართლოს მიერ მასზე დაკსირებული გირაო გადაიხადოს.

იტვირთბა....