aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მოსამართლეთა სიას მხარს დაუჭერს, პასუხისმგებელი ხდება ამ ადამიანების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

არ ვეთანხმები არც წარმოდგენილი მოსამართლეების სიას და არც უვადო რეფორმას.
ზოგადად კი, დღეს ხელისუფლების გარკვეული შტოების მიტაცებას ვუყურებთ. ზოგს უნდა მთავრობა მიიტაცოს, ზოგს პარლამენტი, ზოგსაც სასამართლო, – ასე ეხმაურება პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა 20-კაციანი სიის წარდგენას.

“ისე, მუდმივობას ხალხი იძლევა. ამ მოსამართლეებს არანაირი საზოდგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, რომ მოსამართლეებს მუდმივად დაუმკვიდროს ადგილი, არ გამოუვათ. იმიტომ რომ, ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ სიას მხარს დაუჭერს, ისინი სოლიდარული პასუხისმგებელნი ხდებიან ამ ადამიანების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე.

თანაც, „ქართული ოცნების“ დღევანდელი დეპუტაციის 80 % არამგონია ახალ პარლამენტში მოხვდნეს და ვფიქრობ, არ უნდა უნდოდეთ თავიანთი მოღვაწეობის ისეთ ტალღაზე დასრულება, რომ რაც კი ამ ქვეყანაში უსამართლობა მოხდება, მათთან იყოს ასოცირებული.

რეალურად კი, ის სასამართლოს რეფორმა, რაც ჩვენ ქვეყანაში განხორციელდა, ეს მდიდრების სასამართლოა, რადგან ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას დღეს სასამართლო კი არა, არსებობისთვის უწევს ბრძოლა”, – განაცხადა ჭიჭინაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიის შემადგენლობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის 5 კანდიდატი, რომლებიც ადრე პარლამენტში წარდგენილი სიიდან საკანონმდებლო ორგანომ ჩააგდო. მაგალითად, ერთ-ერთია იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

იტვირთბა....