aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაზარაძე – წერილი გახარიასგან მივიღე, ექსპერტიზის პირველი ნაწილი დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თი ბი სი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველთან  საუბრისას განაცხადა, რომ მისი მისამართის გაგზავნილი მუქარის შემცველი წერილის ექსპერტიზის პირველი ნაწილი დასრულებულია.

“მე ვადასტურებ, რომ წერილი გახარიასგან მივიღე. რაც შეეხება ექსპერტიზას, პირველი ნაწილი დასრულდა. მოქმედი კანონმდებლობით, ანაბეჭდების შედარება უნდა მოხდეს ჩვენ ბაზასთან  და დაიწყოს საქმე. გაურკვეველი მიზეზების გამო, პროკურატურამ საქმე თებერვალში არ აღძრა. საკმარისი საფუძველი ქონდათ, როდესაც პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დამკითხეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს ლინგვისტიკური ანალიზი, საკმაოდ კომპლექსურია ეს თემა და დანარჩენს ჩვენი ადვოკატები უფრო დეტალურად გეტყვიან”, – აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირ იმუქრებოდა, “თიბისის” რეპუტაციას დაანგრევდნენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე.

ხაზარაძის განცხადებით, წერილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

იტვირთბა....