aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი გამომცემლობების წიგნები აირჩიეს საჯარო და კერძო სკოლებმა მე-7 კლასებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე-7 კლასის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, სკოლებში სახელმძღვანელოების მიწოდება 14 სექტემბრამდე განხორციელდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2019 წელს გრიფი მე-7 კლასის სახელმძღვანელოებს შემდეგ საგნებში მიანიჭა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, მოქალაქეობა, უცხოური ენები, მუსიკა, ხელოვნება და ფიზიკური აღზრდა (მასწავლებლის წიგნი).  გრიფირების კონკურსში სულ 14 გამომცემლობის წიგნებმა გაიმარჯვა და შესაბამისად სკოლებმაც არჩევანი მათ შორის გააკეთეს.

სკოლებს სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არჩევის ვადა ივლისში ამოეწურათ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, EDU.ARIS.GE გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს თუ რომელმა სკოლამ რომელი სახელმძღვანელო აირჩია მე-7 კლასში სწავლებისთვის.
იხ.ბმული

მე-7 კლასის სახელმძღვანელოებს შორის არის ახალი წიგნი, მოქალაქეობა, რომელიც წელს სკოლაში პირველად შევა. აღნიშნულ საგანში გრიფი სამი გამომცემლობის წიგნს აქვს მინიჭებული, შპს გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი, შპს გამომცემლობა დიოგენე და შპს გამომცემლობა კლიო. შესაბამისად სკოლებმაც არჩევანი სამ გამომცემლობას შორის გააკეთეს.

„მე-7 კლასიდან იწყება საბაზო საფეხური, შესაბამისად საკითხები იქნება დაწყებული სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მოწყობით დამთავრებული, ასევე საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან. ბავშვები გაიგებენ რა ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა მოქალაქეობა, რა არის მათი პასუხისმგებლობები. მისაღწევ შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული ის, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მოსწავლე, არის პიროვნება და უნდა გააცნობიეროს მის ირგვლივ არსებული რეალობა, განსხვავებულობა რაც ხდება საზოგადოებაში რელიგიური, ეთნიკური თუ სხვადასხვა კუთხით, უნდა იცოდეს რა არის ტოლერანტობა. ეს საკითხები ძალიან ბევრი ახალი პროექტის დანერგვის შესაძლებლობას მისცემს სკოლებს და რაც მთავარია, გაზრდის თანამშრომლობის კულტურას სკოლის დონეზე. ხელს შეუწყობს ძალადობის და აგრესიული დამოკიდებულებების აღმოფხვრას განსაკუთრებით თინეიჯერებში“, – აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ახალი საგნის შესახებ საუბრისას.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ განმარტავენ, რომ ახალი წიგნები რომლებიც წელს სკოლებში შევა, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ ადაპტირებული ვერსია, არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებით და ევროპული სტანდარტების დაცვით დამზადებული. 2019-20 სასწავლო წლისთვის ჯამში 4 060 910 წიგნი და რვეული იქნა შესყიდული, რაშიც  20 078 540.73 ლარი გადაიხადეს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

edu.aris.ge

იტვირთბა....