aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმი მეტი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო” – გომელაური პანკისის მოვლენებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

შს მინისტრის პოსტზე წარდგენილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ პანკისის ხეობის თემაში, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო და უნდა შესულიყო

მან აღნიშნა ისიც, რომ იღებს პასუხისმგებლობას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისის პროცესებზე.

“რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა. სპეციფიკური ხეობაა. არ ვიტყვი, რომ ეს მარტო შსს-ს ან სუს-ის შეცდომა იყო. მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მეტი უნდა გვემუშავა – როცა შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს, უწვევენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და დაეცვა. თავიდან სპეცდანიშნულების რაზმი არ შეუყვანიათ, შევიდა 30-35 კაცი და შემდეგ სიტუაცია რომ დაიძაბა, ანალოგიურად მეც იგივეს გავაკეთებდი – სპეცდანიშნულების დანაყოფს შევიყვანდი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე დასმული შეკითხვის პასუხად.

შეგახსენებთ, რომ დღეს , პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდისდატებს უსმენენ.

იტვირთბა....