aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა” – ღარიბაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა, ჩვენ ამას შევძლებთ

ამასთან, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ოცნება, საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინებაა.

„ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, რომელიც ჩემმა კოლეგა ლევან იზორიამ დაიწყო და ჩვენ ამას დავასრულებთ, ასევე მეორე საზრუნავი იქნება ჩვენი ჯარისკაცების ყოფა. მთავარ ყურადღებას გავამახვილებ წესრიგზე, დისციპლინაზე, მათ კვებაზე, მათ აღჭურვილობაზე, მათ შეიარაღებაზე, ვიზრუნებთ მათი საცხოვრებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, იქნება ეს ხელფასების ზრდა, იქნება ეს ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი, ღირსეული დაზღვევა. ჩვენ ასევე ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მუდმივად მექნება კომუნიკაცია და მუდმივად განვახორციელებ მონიტორინგს, რომ ჩვენს ბაზებზე იყოს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევიტანთ მეტ სპორტს, ტრენინგსა და სწავლებას ჯარში. მესამე, მინდა, გამოვყო ჩემი მთავარი ოცნება. ჩემი ოცნებაა სამხედრო მრეწველობის აღორძინება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ საქართველომ არამარტო ტყვია-წამლის, არამედ ყველანაირი იარაღის წარმოება შეძლოს.

„ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 არის ოკუპირებული, ეს არის პირველი სახის, პირველი კატეგორიის გამოწვევა. ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არის მიმართული. ჩემი სურვილი, რაც მე აღვნიშნე, სამხედრო მრეწველობის განვითარება, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, მოვიძიე ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად, მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვები, რამდენიმე ათეულს მილიონს შეიძლება ხარჯავდეს ტყვია-წამლის შეძენაში. რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ჩემი შს მინისტრობის პერიოდში და მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი რაც მქონდა, ეს არის ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ და ამის კეთება უნდა დავიწყოთ დღესვე. რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.

პირველ სასესიო დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

იტვირთბა....