aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

გერმანიის პოლიცია ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის პოლიციამ, 48 წლის მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ბერლინში  საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამოა დაპატიმრებული.

სამართალდამცავ ორგანოებს სავარაუდო მოწმეებისგან ან მისი ნაცნობებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების იმედი აქვთ.

სავარაუდო დამნაშავის ფოტოს ველოსიპედის და „ელექტროსკუტერის“ სურათებიც ახლავს, რომელთა საშუალებითაც ის მიმალვას ცდილობდა. ბერლინის პროკურატურის მონაცემებით, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან არის დაკავშირებული. მოსკოვში ამას უარყოფენ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გასულ კვირას რაიონ მოაბიტში მდებარე პარკ „პატარა ტირგარტენში“ მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელი ხანგოშვილს ველოსიპედით მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. პოლიცია თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობს.

იტვირთბა....