aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინისტრთა ახალ კაბინეტში არ ვიქნები” – მამუკა ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს , როდესაც უპასუხა კითხვას – რჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტში და ხომ არ არის მოსალოდნელი, ის განათლების მინისტრის პოსტზე იხილოს საზოგადოებამ განაცხადა, რომ შინაგანი განწყობა ნამდვილად არ არის, რომ აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული

„რა თქმა უნდა, არა. მე ვიქნები ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა ნადვილად არ არის, რომ მე აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული. რა თქმა უნდა, ამავე დროს გუნდს თავის მოსაზრება აქვს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. მე, მინდა ხაზი მთავარს გავუსვა, რითაც დავიწყე – მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეტული მიზნითა და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ვფიქრობ, ამაზე მე, დღეს საკმაოდ შინაარსობრივად და დეტალებში ვისაუბრე. შესაბამისად, მე, ნამდვილად არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არ არის ის, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკაში აქტიურად ვიყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, რათქმა უნდა, გუნდს აქვს და მომავალშიც ექნება თავსი მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს მე, ყოველთვის პატივს ვცემ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

იტვირთბა....