aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანას არ სჭირდება ისეთი პრემიერები, რომლებიც ერთწლიანი გაუგებარი საქმიანობის შემდეგ ზღაპრებს გვიყვებიან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება კარგი პრემიერ-მინისტრები და არა ისეთები, რომლებიც ერთწლიანი გაუგებარი საქმიანობის შემდეგ „ზღაპრებს გვიყვებიან“.

„ბატონმა ბახტაძემ გვითხრა, რომ ერთ წელიწადში შევქმენი ქვეყნის მრავალწლიანი განვითარების სტრატეგია და ჩარჩო, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება და ამიტომ წავედიო, როგორც ჩანს წლების შემდეგ მივხვდებით იმას, თუ რა გააკეთა ბატონმა მამუკა ბახტაძემ.

ვწუხვარ, რომ მართლაც ახალგაზრდა და პერსპექტიული ადამიანი, რომელსაც ბევრი სხვა მიმართულებით შეეძლო ალბათ, ყოფილიყო წარმატებული, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩავაყენეთ ყველამ, ივანიშვილმა, მთელმა ქვეყანამ და საქართველომ და დავაკისრეთ ის ტვირთი, რომლის აწევა მან ვერ შეძლო. მე ვწუხვარ რადგან ქვეყანას სჭირდება კარგი პრემიერ-მინისტრები და არა ისეთები, რომლებიც ერთწლიანი გაუგებარი საქმიანობის შემდეგ ზღაპრებს გვიყვებიან, რომ ქვეყნის მრავალწლიანი განვითარების სტრატეგია შექმნა და ვალმოხდილი მიდის თანამდებობიდან. სხვათა შორის, ასეთი განცხადებით წასული ვინმე ამ ქვეყანაში მე არ მახსენდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელე.

იტვირთბა....