aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.

როგორც ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ განაცხადა, მმართველი პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.

“როგორც მოგეხსენებათ ბიუროა დანიშნული, ხვალიდან იხსნება საშემოდგომო სესია, დაგროვილია საკითხები, ახალი მოცემულობა გვაქვს – პრემიერ-მინისტრი გადადგა, მთავრობა უნდა შეიცვალოს, ახალი პრემიერი უნდა იყოს არჩეული და ყველა ამ საკითხთან მიმართებაში, რაც არის დაგროვილი, გვექნება საუბრები”,-განაცხადა დეპუტატმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გაცხადებით კი, უმრავლესობის შეხვედრა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელე.

იტვირთბა....