aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“ან გახარია, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – უსუფაშვილი ივანიშვილის ულტიმატუმზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, მთავრობაში დაგეგმილ შესაძლო საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი ნიჭიერია თუმცა მხოლოდ სათავისოთ და არა საქვეყნოთ.

მისი თქმით ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს.

“ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს – ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან.

ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება – ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს; ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის.

ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ…” – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. როგორც ცნობილია დღეს, მამუკა ბახტაძე გადადგომის თაობაზე განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს

 

იტვირთბა....