aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას სტუმრობს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისაც შეხვდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრასაც გამართავს. ის ასევე შეხვდება შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერს, ანდრეა სნორლენს; ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევს; ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის; ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს; სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას.

დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილს, რომელიც მიწვეული სტუმრების პატივსაცემად იმართება და ასევე კონცერტს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავს ეძღვნება.

იტვირთბა....