aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ტეხასში სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

5 გარდაცვლილი და 20 დაშავებული – ტეხასის შტატში სროლა მოხდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლისას მოკლეს. ის 30 წლის მამაკაცია. ინციდენტი ქალაქ მიდლენდსა და ოდესაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ჯერ მსუბუქი ავტომობილიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი აშშ-ის ფოსტის კუთვნილი სატვირთო გაიტაცა და სროლა განაგრძო.

დაჭრილებს შორის არის ორი წლის ბავშვი. დაზარალებულებიდან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტეხასში მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი.

მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა, კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლებთან ერთად იმუშაოს და გადადგას ნაბიჯები, რომ აშშ-ში მასობრივი მკვლელობები შეწყდეს.

იტვირთბა....