aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის განცხადებებს არანაირი ძალა არ გააჩნია” – ოხანაშილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მშვიდობიანად საკითხების გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და მიუღებელია. მათ ე.წ. განცხადებებს არანაირი ძალა არ გააჩნია,

მისი თქმით, ბლოკპოსტის მშენებლობა ხელისუფლების მხრიდან არ შეწყდება.

„ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ყველაფერზე რაც სოფელ ჩორჩანაში ხდება პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. ის საქმე რაც იქ დავიწყეთ, ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. რაიმე ულტიმატუმით საუბარი ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია. მათ საუბარს არანაირი ძალა და სტატუსი არ გააჩნია. ჩვენ მთავარია ვიმოქმედოთ ფხიზლად, გონივრულად. ყველას ვაყენებთ საქმის კურსში რომ გაეცნონ ადგილზე მოვლენებს. მშვიდობიანად საკითხების გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და მიუღებელია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეფასებულია როგორც შეუნიღბავი აგრესიის ფაქტი, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

იტვირთბა....