aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია” – ოხანაშვილი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი სრულიად მიუღებელია

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იქ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რამდენადაც იქ ბლოკპოსტის მშენებლობა საჭიროა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ მისიებთან, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. სწორედ მათთამ ერთად შევძლებთ ყველა საკითხის დიდი პასუხისმგებლობით მოგვარებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.

იტვირთბა....