aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრინციპულად არ შევასრულებთ რუსეთის უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს” – კილაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას და საქართველოს მთავრობა პრინციპულად არ შეასრულებს მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს.

დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნულ მოვლებებზე საქმის კურსში არიან.

“რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას და ჩვენ პრინციპულად არ შევასრულებთ მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმის კურსშია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, პარტნიორები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან არჩილ თალაკვაძე, ქეთი ციხელაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფოა პოლიციის საგუშაგო, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდეს ეს საკითხი. მოვუწოდებ ჩვენ ოპონენტებს, თავი შეიკავონ თავისი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისგან, რადგან ესე ეხება ჩვენს სამშობლოს და აქ ყველანი ერთიანი უნდა ვიყოთ”,- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.

იტვირთბა....