aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაია ასათიანი “რუსთავი 2-ზე” რჩება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გადაცემა “პროფილის” წამყვანი, მაია ასათიანი “რუსთავი 2-ზე” რჩება. ამის შესახებ “რუთავი2-ის” ყოფილმა დირექტორმა და ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია გუშინ, “რუსთავი 2”-ში რიგი ცვლილებები განხორციელდა.
“ვანოს შოუს” წამყვანი ვანო ჯავახიშვილი, ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ “მთავარ არხზე” გადადის. “კომედი შოუს” მსახიობების ძირითადი ბირთვიც გვარამიას ახალ ტელევიზიას შეუერთდება, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას სექტემბრიდან გეგმავს.

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად კი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც აცხადებს, რომ არხიდან წასული ჟურნალისტებიდან ბევრმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

იტვირთბა....