aviabiletebi
მთავარი ციტატა

იულია სუსლიაკის ადვოკატი აპირებს, საქართველოს წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოში შეიტანოს სარჩელი

„ქალბატონი იულია სუსლიაკი ამჟამად თავის შვილებთან ერთად ქალაქ ხმელინსკში იმყოფება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც ფსიქიატრიულმა ექსპერტიზებმაც დაადასტურეს. უკრაინის სამართალდამცავებთან ჩვენმა დამნაშავე პროკურორებმა მოძებნეს საერთო ენა და ეს საქმე იქ ძიებაშია. თუმცა, ამას აქვს ფორმალური და სიმბოლური ხასიათი. იმ მიზნით, რომ ქართველ პროკურორებს თავიდან აეცილებინათ ეს პასუხისმგებლობა, ჩაფრინდნენ იქ და უკრაინელ კოლეგებთან გამონახეს საერთო ენა. შესაძლოა, ჩვენი საჩივრის მოპასუხე საქართველოსთან ერთად უკრაინის მხარეც იყოს, რადგან ისინი უკანონოდ ჩაერთნენ ამ საქმეში. გარდა ამისა, სასაცილოა, რომ ასეთი უმძიმესი ბრალდებით მიმდინარეობს უკრაინაში საქმის ძიება და ის თავისუფალია, ერთი თვეა იქ საქმე აღძრულია და ის დაკითხულიც კი არ არის”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზურაბ თოდუა, იულია სუსლიაკის ადვოკატი

“ინტერპრესნიუსი”

იულია სუსლიაკი 2019 წლის 25 აპრილს, ქუთაისში, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს და 19 ივლისს გაათავისუფლეს

პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

მისი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესატან სარჩელს ამზადებს.

 

იტვირთბა....