aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ არჩევნებში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, 2019 წლის 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ („ფეიკ“) „არჩევნებს“ და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თარგმანიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

“უკრაინა უცვლელად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და განუხრელი შესრულებისკენ, აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იტვირთბა....