aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომის პაპი ამაზონის ტყეში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომის პაპი ამაზონის ტყეში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება პონტიფიკოსმა მორწმუნეებისადმი ტრადიციული ყოველკვირეული მიმართვისას გააკეთა.

ფრანცისკემ მოუწოდა ყველა მორწმუნეს ილოცონ, რომ ამაზონის ტყეში ხანძარი სწრაფად ჩააქრონ.

„ჩვენ, შეშფოთებულები ვართ ხანძრების გამო, რომლებიც ამაზონის ტყეებში მძვინვარებს და ვლოცულობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით ცეცხლი მაქსიმალურად სწრაფად ჩააქრონ. ეს „მწვანე ფილტვები“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი პლანეტისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ხანძარმა ამაზონის ტყეში იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში 1,8 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....