aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა.

„რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოიანი ტექნიკა, რომელიც მიაწვდის წყალს მეხანძრე-მაშველებს. ამასთან, გზა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა, უკვე გაყვანილია და ახლა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.

იტვირთბა....