ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ზურაბიშვილი – პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, მაგრამ სხვის დაგეგმილ პროვოკაციაზე არ უნდა რეაგირებდეს

“რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება, რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები”

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა;

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....